თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფშაველში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.
მერიის ცნობით, სამუშაოები ოთხ სოფელში: ფშაველში, ლალისყურში, სანიორესა და ნაფარეულში მიმდინარეობს.
დასრულების ეტაპზეა 170 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია, სამუშაოები მიმდინარეობს 25 საცხოვრებელ სახლზე.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის ბიუჯეტიდან ჯამში 3.5 მლნ ლარია გამოყოფილი.