თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს საზოგადოების დახმარება სჭირდება

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

40 წლის ლევან ბერძენაშვილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

დეპუტატი საავადმყოფოში ინსულტის შედეგად მოხვდა და უკვე 16 დღეა, ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

ახლობლების ინფორმაციით, ლევან ბერძენაშვილის ოჯახმა საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები ამოწურა. ავადმყოფის მკურნალობა დის ხარჯებს უკავშირდება, ამიტომ მას საზოგადოების ფინანსური დახმარება სჭირდება.

ბერძენაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნების” პროპორციული სიით გახდა და დღევანდელი მდგომარეობით, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ საქართველოს ბანკის ანგარიშზე:

GE03BG0000000692789500 – ლაშა ბერძენაშვილი.

წყარო: primetime.ge