თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფი განსაზღვრა

თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დროს ისარგებლებს 70 თეთრიანი ტარიფით. ამის შესახებ იმსჯელეს დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. საკრებულომ უკვე მიიღო შესაბამისი დადგენილება. აქტს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის ინტერესები, ის სოციალურეკონომიკური მდგომარეობა, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში და ზოგადად ქვეყანაშია. მოსახლეობა მგზავრობის დროს 70 თეთრს გადაიხდის. ტარიფის შემცირების შესაძლებლობა მოგვცა უპრეცედენტო ეკონომიკურმა ზრდამ და ჭარბმა შემოსავლებმა.

აღსანიშნავია, რომ შეღავათებით მოქალაქეთა საკმაოდ ფართო სპექტრი ისარგებლობს. ამ მიმართულებითაც გავითვალისწინეთ მოსახლეობის მოთხოვნა და თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.
ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენი მოქალაქეებისთვის იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მათ შეუფეხებლად მივაწოდოთ ხარისხიანი, ეფექტური სერვისი. – განაცხადა საკრებულოს თამჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა.

საკრებულომ ჩატარებულ სხდომაზე ასევე დაამტკიცა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები. ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია თანხა 1 მილიონ ლარამდე ოდენობით.

ყველა სოფელში ჩავედით და მოსახლეობას ადგილზე შევხვდით.
უშუალოდ მოქალაქეებმა შეარჩიეს ის პროექტები, რომლებიც მათთვის პრიპრიტეტულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე მეორე წელია, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 100%-. ეს, ბუნებრივია, კიდევ უფრო ზრდის პროგრამის ეფექტურობას. საბოლოო ჯამში უმთარესი მიზანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილებაში მოსახლეობა აქტიურად იყოს ჩართული და განხორციელდეს ის პროექტები, რომლებიც მათ ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული.“ – აღნიშნა თენგიზ მთვარელიშვილმა.