თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში დასრულდა ე.წ. “ბანაკის” ქუჩის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო გზის 560 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე, ასევე მოეწყო ეზოებში შესასვლელები და ქუჩის მიერთებები.
პროექტი დაფინანსდა რეგიონული განვითარების ფონდიდან და სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 379 000 ლარი.