თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მიმდინარეობს N3 ქუჩის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო გზის მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 400 მეტრია. გარდა ამისა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და მოწესრიგდა საცხოვრებელი სახლის ეზოებში შესასვლელები.
შეგახსენებთ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისმა ღირებულებამ შეადგინა 224 650 ლარი.