თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივით, გაიმართა შიჯიბრი მკლავჭიდში, სადაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიმბოლური პრიზებით.
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, სპორტული აქტივობის მხარდამჭერი იყო თელავის მუნიციპალიტეტის მერია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.