თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო მორიგი ახალგაზრდული ბანაკი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიტ, 5-დღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ ბაკურიანში, სადაც სერტიფიცირებულ ტრენერებთან ერთად შეისწავლეს პიროვნული განვითარებისა და გუნდური მუშაობის პრინციპები.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც მოზარდებისათვის წამახალისებელ, შემეცნებით, საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს, იმართება წელიწადში ორჯერ.