თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში N15 ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, 691 მეტრიან გზის მონაკვეთზე, დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შიდა საუბნო გზაზე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა, რაც შეეხება სამუშაოებს, მისი ღირებულება შეადგენს 415 175 ლარს.