თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, თელავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ ქალთა შორის სპორტულ ტირში გაიმართა შეჯიბრი.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, სპორტულ შეჯიბრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ცნობილი ქართველი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტულ ტირში გამარჯვებულ ქალბატონებს გადასცეს სიგელები და შეჯიბრში აქტიური ჩართულობისთვის გადაუხადეს მადლობა.