თელავის მუნიციპალიტეტის ბაღებში შემეცნებითი სივრცეები მოეწყობა

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების 6 საბავშვო ბაღში ეწყობა ახალი, შემეცნებითი სივრცეები.
დღეს, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლად არსებული საბავშვო ბაღების ეზოებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა გადაწყდა მოსახლეობის ჩართულობით, კენჭისყრის პრინციპის საფუძველზე, რის შემდგომაც, სივრცეები არსებული ფორმით დაპროექტდა და განხორციელდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
პროექტის დასრულების შემდგომ, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ დაკავდნენ სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობით.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 89 112 ლარით.