თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში დაიწყო N3 ქუჩის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემა მოეწყობა 400მ სიგრძის გზაზე. მიწის მოსამზადებელი სამუშოების დასრულებისთანავე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი.
პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 224 650 ლარს.