თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დედის დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მუსიკალური ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა – ჩაკრულომ, ართანამ და ნანინამ.
აღსანიშნავია, რომ შეკრებილ სტუმრებს დედის დღე მიულოცა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ფიქრია ყუშიტაშვილმა.