თელავის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერას აგრძელებს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედმა 12 სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამის ჯამურმა ბიუჯეტმა 122 312,30 ლარი შეადგინა.

აღნიშნული თანხა მოხმარდა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებ, დროებითი საცხოვრებელი ქირის თანხის დაფინანსებ. გარდა ამისა, ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების პროგრამებით ისარგებლა 581-მა ბენეფიციარმა. რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 140 ლარი გამოიყო.

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,  სოციალურად დაუცველთა ბაზაში აღრიცხულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ზამთრის სეზონისათვის სათბობით უზრუნველსაყოფად დაფინანსების პროგრამით.