თელავის მუნიციპალიტეტის მერია 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს აანონსებს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისს, თელავის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არის ორგანიზებული.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე აქვეყნებს 26 მაისის დღის წესრიგის ანონსს, რომელიც ასე გამოიყურება:

13:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

13:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

13:00-19:00 ავიაციის სივრცე: შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, საგამოფენო სივრცეები;

13:00/15:30/17:15 გიგანტური თოჯინა – პეტრე ოცხელის „მფრინავი“ და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;

13:00-18:00 საბავშვო გასართობი აქტივობები: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, შემეცნებითი აქტივობები, კონკურსები;

13:00-19:30 კვებისა და ტკბილეულის სივრცე;

13:00-19:30 საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

13:30/14:10/16:00/17:35 DJ Roy Fitz;

14:00 თელავის დამეგობრებული ქალაქის, ბიბერახის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხალისე მეხანძრეთა ორკესტრი & ქართველი მოსიარულე დრამერების ერთობლივი პერფორმანსი;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! „თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა კამერული გუნდი“ და ანსამბლი „მართვე“;

18:00-19:30 ბენდი „მიქსტურა“.

“ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!”– ნათავამია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.