საჯარო კითხვის დღესთან დაკავშირებით, თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა კრებულის – „პოეზიის 10 წუთი“ პრეზენტაცია.
თელავის საბიბლიოთეკო გაერთიანების ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავდა კითხვის პოპულარიზაციასა და თანამედროვე პოეზიის მხარდაჭერას.
პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა კრებულში შესულ ავტორებსა და მათ შემოქმედებას, მოესმინა ლექსების საჯარო კითხვა და ჩართულიყო საინტერესო ლიტერატურულ დისკუსიაში. შეხვედრა თბილ და შემოქმედებით გარემოში წარიმართა.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წიგნისა და კითხვის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბიბლიოთეკის როლს კულტურული სივრცის გაძლიერებაში.