თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში წიგნის ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოწვეულმა სტუმრებმა, ჟურნალ ”ოლეს” ავტორებმა: ფარნა რაინამ, ნუნუ ძამუკაშვილმა, თინა მრელაშვილმა, ანა მანოშვილმა, თამარ კოლელიშვილმა, ხათუნა გოზალიშვილმა, ქეთევან ჭანკოტაძემ წაიკითხეს საკუთარი ნაწარმოებები.
აღნიშნულ ღონისძიებას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო პოეტი ქეთევან ათუაშვილი, ხოლო საზღვარგარეთ მცხოვრები მწერლის ლანა მანველის ნოველა წაიკითხა ბიბლიოთეკის თანამშრომელმა მანანა სუმბაძემ.
დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა წაიკითხეს ნაწყვეტები საყვარელი ნაწარმოებებიდან.
.