თელავის მერმა სკოლის მოსწავლეებს საკუთარი მუშაობის სპეციფიკა გაუზიარა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, თელავის მეოთხე საჯარო სკოლის მე-9 კლასელ მოსწავლეებს შეხვდა.

მერიის ცნობით, შეხვედრა სასკოლო პროექტის – „გზა წარმატებისკენ“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

მოსწავლეებმა მერისაგან მოისმინეს მუნიციპალიტეტის და უშუალოდ მერის, როგორც ხელმძღვანელი პირის, მუშაობის სპეციფიკა; დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები; დისკუსიის ფარგლებში განიხილეს თელავში დაგეგმილი, ახალგაზრდა მაცხოვრებელთათვის გათვილილი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა: სარეკრეაციო ზონები, ჩოგბურთის კორტები, სპორტული მოედნები და სხვა ატრაქციები.

აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს მოსწავლეების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დაგეგმვისათვის.