თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოეწყო ყოველწლიური ახალგაზრდული ბანაკი – “პიროვნული განვითარება მოზარდებში”, რომელიც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების გადამზადებას შემდეგ საკითხებში: გუნდური მუშაობის პრინციპები, პიროვნული განვითარება და თვითშემეცნება, ქცევის ტიპები.
მოსწავლეები აღნიშნულ თემატიკაზე სასწავლო კურსს სერთიფიცირებულ ტრენერებთან ბაკურიანში, 6 დღის განმავლობაში გაივლიან.
მერიის ცნობით, დღეს, ბანაკის მონაწილეებთან სტუმრად თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბანაკი მოეწყო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით. მერია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი განაგრძობს ისეთი პროგრამების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდების სწავლება-განვითარებაზეა ორიენტირებული.