თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მცხოვრებ თამარა შალიკაშვილ-ჩაველაშვილს 102 წელი შეუსრულდა.
დაბადების დღის მისალოცად, ქალბატონ თამარას, როგორც მუნიციპალიტეტის უხუცეს მოქალაქეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თამარა შალიკაშვილ-ჩაველაშვილს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.