დღეს თელავში, “გიგოს გორაზე”, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ორგანიზაცია “Green for Georgia”–ს ერთობლივი ორგანიზებით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამწვანების ღონისძიება გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამწვანების აქციაში ჩართულები იყვნენ სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები, რომლებმაც 200 სხვადასხვა სახეობის(ცაცხვის, ნეკერჩხლის, მუხისა და ტუიას) ნერგი დარგეს.
დღევანდელ აქტივობაში მონაწილეობა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილმა და გარემოსდამცველმა, კახა სუხიტაშვილმა, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად მიიღეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქციაში მონაწილე ახალგაზრდებთან შემეცნებითი ექსკურსი ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც, დედამიწის დღისა და გარემოს დაცვითი აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.