თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, დაბადების დღე მიულოცა აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს და დღეგრძელობა უსურვა.
“თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს, დიდი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს.
მადლობას ვუხდი მეუფე დავითს ეპარქიის კეთილდღეობისათვის გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისათვის, სიბრძნისთვის, მზრუნველობისთვის. თქვენი ლოცვა-კურთხევა არ მოგვკლებოდეს.
ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.
პატივისცემით,
ლევან ანდრიაშვილი.”