თელავის მინიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების კახეთის რეგიონულ სამსახურებს ესტუმრნენ და შობა – ახალი წელი მიულოცეს.
მერიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თელავის მე – 20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე ეროვნული გვარდიის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ რომან ჯოხაძესთან და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ.