თელავის მერია სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე აქტიურად მუშაობს

2025 წელს, თელავის მუნიციპალიტეტში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,8%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის შემუშავებული პროგრამებისა და შესაბამისი სამსახურების დაფინანსება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მერიას ექნება 20-ზე მეტი აქტიური სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასევე გრძელდება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სოციალური დაცვის მიმართულების დაფინანსება.