თელავის მერია გზების გაწმენდის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ყინვის გამო ამ დრომდე შეფერხებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

მერიის ცნობით, ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა ტექნიკური მარილი.

ტექნიკური მარილის რაოდენობა საკმარისია და გზების გაწმენდის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ გზების გაწმენდის სამუშაოებს თელავის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს.