თელავის მერიამ 500-ზე მეტ ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით,  თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 500-ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს გადაეცა საახალწლო ამანათი.

უწყების ცნობით, დამდეგი შობა-ახალი წელი ოჯახებს მიულოცა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან ერთად.

დღეს, 29 დეკემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისგან ამანათები მიიღო თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 20-მა შეჭირვებულმა ოჯახმა.

საახალწლო ამანათთან ერთად, საქველმოქმედო კონცერტის შედეგად შეგროვილი თანხა გადაეცა თელავში დროებით მცხოვრებ უკრაინულ ოჯახს.