თელავის მერიამ ბავშვებზე ზრუნვის სერვისებისთვის სპეციალური ფართი გამოყო

საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ინფორმაციით, განხორციელდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაცემული შენობის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც: გარემონტდა პირველი სართული; გაკეთდა ინდივიდუალური ოთახები; სივრცე აღიჭურვა საჭირო ავეჯით, ინვენტარით; მოეწყო ადაპტური სველი წერტილები.

ამით საშუალება მოგვეცა, გაგვეზარდა ბავშვთა ადრეული განვითარებისა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ქვეპროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა.

 სივრცის გაფრთოებამ ასევე საშუალება მოგვცა გაგვეზარდა უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების ხარისხი.

 თუ რა ხორციელდება ამ სივცრცეში, რა ღონისძიებები და აქტივობები ეწყობა დღის განმავლობაში, გაგიზიარებთ ეტაპობრივად.“- ნათქვამია საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, ა.ა.ი.პ. “საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციას,” ბავშვზე ზრუნვის სერვისების განხორციელების მიზნით, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, გადასცა 156 კვ.მ ფართობი, რაც არასაკმარისი იყო თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების საჭიროებებისა თუ უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების მიწოდებისთვის. სწორედ ამიტომ, 2022 წელს მერიამ გამოყო დამატებითი ფართი/შენობა, სადაც უკვე მიმდინარეობს აღნიშნული სერვისების მიწოდება.