დღეს, თბილისში Geo Arm-Wrestling Group-ის მიერ ჩატარებულ შეჯიბრზე მკლავჭიდში, მონაწილეობა მიიღო თელაველმა სპორტსმენმა ცოტნე ქააძემ.
“თბილისის ღია პირველობაზე,” ააიპ “თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავის” მკლავჭიდელმა, ცოტნე ქააძემ მარცხენა ხელში დაიკავა საპრიზო I ადგილი, ხოლო მარჯვენა ხელში – მესამე ადგილი.
აღსანიშნავია, რომ თელაველი სპორტსმენი ცოტნე ქააძე, მკლავჭიდში ვარჯიშობს 14 წლის ასაკიდან და იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია. მას არაერთი სახელოვანი გამარჯვება აქვს მოპოვებელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი არის როგორც მსოფლიო ჩემპიონი მკლავშიდში, ასევე ევროპისა და საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი და გამრაჯვებული სპორტსმენი.