თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, თელაველმა სპორტსმენმა მარიამ გულიაშვილმა, თურქეთში გამართულ ჩემპიონატზე ძიუდოში, დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი.
საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, რომელსაც უმასპინძლა თურქეთმა, ოლიმპიური ჩემპიონის, ჰუსეინ ოზქანის სახელობისაა.
შეგახსენებთ, რომ მარიამ გულიაშვილი არის ააიპ “თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავი“-ს სპორტსმენი.