თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გაიმართა ფირუზ მახათელაშვილის სახელობის თელავის ეთნოგრაფიულ ანსამბლ „ჩაკრულოს“ კონცერტი, რომლის მიზანიც იყო თელავის პირველი ეთნოგრაფიული ანსამბლის 100 წლის იუბილეს აღნიშვნა.
კონცერტს ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლ „ჩაკრულოს,“ რომელსაც ძმები ბექა და გოჩა ბიძინაშვილები ხელმძღვანელობენ, ჩაწერილი აქვს სამი აუდიო ალბომი.