ვლადიმერ ჭინჭარაული პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზოდ გაემგზავრება

თელავის მუნიციპალიტეტის სპორტულ კლუბთა გაერთიანება “თელავის” სპორტული ტირის მენეჯერი ვლადიმერ ჭინჭარაული, პარიზის ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობისთვის ემზადება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ლადო ჭინჭარაულს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს: თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, საქართველოს სროლის ეროვნული ნაკრების წევრებმა და ფედერაციის წარმომადგენელმა, ასევე, სპორტულ კლუბთა გაერთიანება “თელავისა” და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, რომ პარიზში პარაოლიმპიური თამაშები მეჩვიდმეტედ გაიმართება სპორტის 6 სახეობაში. საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრები 14 პარაათლეტით იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ჭინჭარაული, პარა სროლაში (შაშხანით სროლა R4 და R5 კატეგორიებში 10 მეტრზე და R9 კატეგორიაში 50 მეტრზე) საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იქნება.