ვინ იყო ლესია უკრაინკა და როგორ გახდა ორი ქვეყნის ურთიერთობის სიმბოლო

ლესია უკრაინკა ლა­რი­სა კო­საჩ-კვიტ­კას ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფსევ­დო­ნი­მია. იგი დაიბადა 1871 წელს, ნოვოგრად-ვოლინსკში, ამჟამინდელ ჟიტომირის ოლქში.

ლესია უკრაინკა უკრა­ი­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი პო­ე­ტი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მწე­რა­ლი ქა­ლია, რომელმაც თქვა: მე რომ უკ­რა­­ნე­ლი არ ვიყო, ვი­სურ­ვებ­დი, ქარ­თვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

ლესია უკრაინკა საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 10 წლის განმავლობაში, ის მუშაობდა ბა­თუმ­ში, თბი­ლის­ში, თე­ლავ­ში, ხონ­ში, ქუ­თა­ის­ში. საქართველოში ყოფნისას შექმნა საუკეთესო დრამატული ნაწარმოებები:  “ტყის ზღა­პა­რი,” “ქვის ბა­ტო­ნი,” “რუ­ფი­ნი და “პრის­ცი­ლა.” იგი ოჯახის წევრებს წერდა:

ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო, გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი მხა­რესა­ქარ­თვე­ლო! შე­უძ­ლე­ბე­ლია იცხოვ­რო ასეთ მშვე­ნი­ერ მხა­რე­ში და არ იყო პო­­ტი. მე დიდ მსგავ­სე­ბას ვხე­დავ ჩემს სამ­შობ­ლო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. როცა ალაზ­ნის ხე­­ბას ვუ­ყუ­რებ, დნეპ­რის სა­ნა­პი­რო მახ­სენ­დე­ბა.”

საქართველოსადმი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გამორჩეულმა მწერალმა თა­ვი­სი უმ­ცრო­სი დის­თვის და­წე­რა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო – აღ­მო­სავ­ლე­თის ძვე­ლი ხალ­ხე­ბის ის­ტო­რია, რო­მელ­შიც ვრცლად გა­ა­შუ­ქა კავ­კა­სი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. მის წე­რი­ლებ­ში ხში­რა­დაა ნახ­სე­ნე­ბი ია­ზო­ნის, პრო­მე­თეს სა­ხე­ლე­ბი.

ლესია უკრაინკა 42 წლის ასაკ­ში, დაბა სურამში გარ­და­იც­ვა­ლა და იგი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.