ვაჟა მაღრაძემ იაპონიაში, თელავისა და უშიკუს თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა.

იაპონიაში, ქალაქ უშიკუში, თელავის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ უშიკუს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
​დოკუმენტს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ და ქალაქ უშიკუს მერმა კაზუტოში ნუმატამ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ​ხელმოწერის ცერემონიაზე ხაზი გაესვა პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობას.
​აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ უშიკუს დამეგობრება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყნას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას.