საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის გამო დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ.შუამთა) მონაკვეთის გზაზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წლის 15 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღსანიშნავია, რომ ყოველი პარასკევის 15:00 სთ–დან ორშაბათის 10:00 სთ–მდე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზის გამოყენებით.