„ეფლი“ ევროკავშირის რეგულაციის გამო Type C დამტენებზე გადავა

„ეფლის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის გრეგ იოზვიაკოვის განაცხადებით, კომპანია „ეფლს“ მოუწევს დაემორჩილოს ახალ რეგულაციას, რომელიც ევროკავშირის მიერ ამოქმედდება 2024 წლიდან და ითვალისწინებს აიფონებზე ტრადიციული (Lightning) დამტენის ნაცვლად Type C ტიპის კონექტორების დაყენებას.

კომპანია „ეფლის“ ინფორმაციით, სხვა არჩევანი არ აქვს. ევროკავშის გადაწყვეტილების თანახმად, 2024 წლიდან ევროკავშირში გაყიდულ ყველა მოდელის მობილურ ტელეფონს/სმარტფონს უნდა ჰქონდეს ერთნაირი, სტანდარტიზებული დამტენი.

ამ დროისთვის Type C დამტენებს უკვე იყენებს ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილებების უმრავლესობა.

„ეფლი,“ რომელიც აიფონებზე ამ დრომდე ინარჩუნებდა lightning ტიპის დამტენს აცხადებს, რომ დამტენების სტრანდარტიზაცია „აფერხებს ინოვაციას და „წახალისების ნაცვლად, დააზიანებს მომხმარებლებს როგორც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში.“