ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს ყვარლის მერიაში

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცსა და პროგრამების ადგილობრივ კოორდინატორს, ნათია კვიციანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით გათვალისწინებული და განსახორციელებელი აქტივობები.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მიგრანტთა რესურს-ცენტრის წარმომადგენელები.