ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების საჭიროებებზე იმსჯელეს თელავის მერიაში

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს და ადგილობრივი პროგრამების ხელმძღვანელს, ნათია კვიციანს შეხვდა.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა იმსჯელეს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.