დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა სოფლებში შეხვედრები გამართა

დღეს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის, ზონობიანის, წიწკანაანთსერისა და კუჭატნის მოსახლეობასთან.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის გივი ზაუტაშვილის თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული საკითხები:
სოფელი ჩანტლისყურე – გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია და შიდა გზის მოხრეშვა;
სოფელი ზინობიანი – შიდა გზის მოხრეშვა და საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია;
სოფელი წიწკანაანთსერი – გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია და სკვერის კეთილმოწყობა;
სოფელი კუჭატანი – გარე განათების ქსელის მოწყობა რეაბილიტაცია, ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია და სპორტული ინვენტარის შეძენა-მონტაჟი,” –  აღნიშნა გივი ზაუტაშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან გივი ზაუტაშვილთან ერთად ესწრებოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ასისტიშვილი, მერის პირველი მოადგილე ვალერი გოქსაძე, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.