დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა როგორც სოფლის საერთო კრებების მიმდინარეობაზე, ასევე, მუნიციპალიტეტში არსებულ პრიორიტეტული საკითხებზე, დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
“სამუშაო შეხვედრაზე გავნიხილეთ მუნიციპალიტეტში არსებული პრიორიტეტული საკითხები, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელე სოფლის საერთო კრებების მიმდინარეობასთან დაკავშირებით,” – აღნიშნა გივი ზაუტავილმა.