თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგელბში დღეს შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ანდრიაშვილთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წამომადგენლები იმყოფებოდნენ.
მერიის ცნობით, სანიორეში მოსახლეობამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტად შეარჩია სპორტული ოთახის ახალი ტრენაჟორებით აღჭურვა.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წამორმადგენლებმა შეხვედრა გამართეს სოფელ ჯუღაანშიც, სადაც მოსახლეობამ, პრიორიტეტულ საკითხად, გარე განათების ქსელის მოწყობა დაასახელა.