თელავის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ინფორმაციით, დღეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობა.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება წიგნების გამოფენა–გაყიდვა, სადაც მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ განსაკუთრებული ფასდაკლებებით.
ფასდაკლებებთან ერთად, ადგილზე მისულ მოქალაქეებს დახვდებათ როგორც საჩუქრები, ასევე ტრადიციული შეთავაზებები, როგორებიცაა “1+1”; “3 წიგნი 10 ლარად“ და “გადაიხადე, რამდენიც გინდა“.
გარდა ამისა, ადგილზე წარმოდგენილია “მაკულიტერატურის” პუნქტი, სადაც შესაძლებელია მაკულატურის ჩაბარება და მისი გადაცვლა ახალ წიგნებში.
შეგახსენებთ, რომ ლიტერატურული ტურნე, რომლიც პალიტრა L – ის ორგანიზებით ტარდება თელავიდან დაიწყო.