დღეს, თელავში, ნადიკვრის პარკში გაიმართა მუსიკალური საღამო, სადაც მსმენელის წინაშე წარსდგა ჯგუფი “ქავერ სითი.”
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზაფხულის მორიგ მუსიკალურ საღამოს მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მერის მოადგილეები ნიკოლოზ მეტრეველი და ფიქრია ყუშიტაშვილი.