დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის უხუცეს მოქალაქეს 103 წელი შეუსრულდა.

დღეს, 103 წელი შეუსრულდა თელავის მუნიციპალიტეტის უხუცეს მოქალაქეს თამარა შალიკაშვილ-ჩაველაშვილს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალბატონ თამარას დაბადების დღე პირადად მიულოცეს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსმა თამუნა დემურაშვილმა, რომლებმაც 103 წლის ქალბატონს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.