„დღეს ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია,” – ბიძინა ივანიშვილი.

„დღეს ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ,“ საშუალება მისცა საზოგადოებას, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე, როგორც ბოლო წლებში თავისუფალი სიტყვისთვის, ბიზნესისთვის და ცხოვრებისთვის შესაფერისი ატმოსფეროს შექმნა შევძელით. 13 წელიწადია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ, საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გავუსვათ, არის ის, რომ საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს, რაც გამოიხატება არჩევნებზე სწორი პოზიციის დაფიქსირებით. შთამბეჭდავი წარმატება გვაქვს ქვეყნის განვითარების მიმართულებით. როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაგირებას არ მოახდენს. იმედია, დღეს საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მივლენ საარჩევნო ყუთებთან და გააკეთებენ სწორ არჩევანს,” –  განაცახადა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.