საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, რეფერენტული ფასი, დამატებით ამოქმედდა 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე.
სამინისტროს ცნობით, უახლოეს მომავალში იგეგმება იმ მედიკამენტების სიის გაზრდა, რომელზეც განსაზღვრული იქნება ზღვრული ღირებულება.
„აღნიშნული რეფორმის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირება. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.“ – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.