დედოფლისწყაროში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „დედოფლისწყაროობა 2025“ აღინიშნა.

დედოფლისწყაროში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „დედოფლისწყაროობა 2025 “ სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებით აღინიშნა.
დედოფლისწყაროობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი, გიორგი ბენაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ნუგზარ პაპიაშვილი დაესწრნენ.
დედოფლისწყაროს კულტურის სახლის ეზოში მოეწყო ფიქრია ზარიძის ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა მამუკა კვარაცხელიას წიგნის ,,სამასმეერთეს” პრეზენტაცია. წიგნი ავტობიოგრაფიულია და ასახავს ლაშა ბექაურის ცხოვრებას.
ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი, საბავშვო ღონისძიება ანიმატორების მონაწილეობით.
დაჯილდოვდნენ საპატიო დედოფლისწყაროელები:
დეკანოზი – ზაქარია ყველაშვილი, ექიმი – დიმიტრი ყოჩიაშვილი, ბიზნესმენი – თამაზ ფიროსმანაშვილი, პედაგოგი – ეკა სეფიაშვილი და მსახიობი – ბესარიონ ბერულაშვილი.
საზეიმო ღონისძიებების დასასრულს, გაიმართა კონცერტი ბენდი ,,მიქსტურას” და ადგილობრივი ინსტრუმენტული ანსამბლი ,,აბულას” მონაწილეობით.