დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავტომობილების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საავტომობილო გზების გაწმენდას და ტექნიკური ქვიშა-მარილის დაყრას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
მერიის ცნობით, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის უშუალო ჩართულობით მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.