დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, გელა სამუკაშვილთან ერთად.
,,შემოდგომის ზეიმში“ სკოლის ყველა კლასი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს ყველა კუთხის სამზარეულო, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თემატური მხატვრული ნომრები.
,,საქართველოს ყველა კუთხეს გამორჩეული ხიბლი აქვს. ისინი ამას პატარა ასაკში აცნობიერებენ, რაც გულწრფელად მახარებს. ბედნიერი ვარ, როცა მათ ვუყურებ. ეს სწორედ ის თაობაა, რომელიც ერთიან საქართველოში იცხოვრებს. ეს კი ხელისუფლების სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად აუცილებლად მოხდება,“- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.