დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 50 წლისაა.

დედოფლისწყაროში, მუზეუმის დაარსების ორმოცდამეათე წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახლად რეაბილიტირებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.