დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საკონსერვო საწარმო დაათვალიერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საკონსერვო საწარმო „ჯეონატურალსი,“ შეიქმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. საწარმოში ჯამურად მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა; მათ შორის, 450,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია, 370,000 საგრანტო თანადაფინანსება. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 40 ადამიანი.
დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ 270 საწარმო, რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებშია შექმნილი, მოიცავს ხილისა და ბოსტნეულის, თხილის, ჩაის, კაკლის, რძის, თევზის, ხორცის, გადამმუშავებელ მიმართულებებს.
ქვეყანაში იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას უწევს იმპორტირებულ საქონელს და ეტაპობრივად, საექსპორტო ბაზრებზეც იმკვიდრებს ადგილს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკონსერვო საწარმო „ჯეონატურალსი“ სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი ერთ-ერთი წარმატებული საწარმოა, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე თავი უკვე დაიმკვიდრა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 270 საწარმო შეიქმნა, რომლებიც თანადაფინანსებულია 126 მლნ ლარზე მეტით.