გურჯაანში, აფხაზეთის ომის გმირის პატივსაცემად ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კახიფარში, ჩატარდა აფხაზეთის ომის გმირის, მიხეილ მარჩილაშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.
ტურნირის გამარჯვებული გახდა სოფელ კალაურის გუნდი, რომელსაც გარდამავალი თასი გადაეცა. მეორე და მესამე ადგილები კი დაიკავეს გუნდებმა –  “ვაზისუბანი” და “კალაური 2.”
“საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების ფეხბურთელები მედლებით და შესაბამისი დიპლომებით დავაჯილდოვეთ. მიხეილ მარჩილაშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, მეოთხე წელია იმართება და სიმბოლურად უკავშირდება ვეტერანის დღის აღნიშვნას,” – აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა.